ხარვეზი ელექტრონულ ჟურნალში - განმავითარებელი შეფასების დაწერა დროებით შეჩერებულია
11-10-2021

ელექტრონულმა ჟურნალმა მატერიალური ჟურნალი სამუდამოდ ჩაანაცვლა. მასწავლებლებმა სიახლე მიიღეს, თუმცა ელექტრონულ ჟურნალში ხარვეზები ჯერ კიდევ არსებობს, რაც კითხვებს აჩენს და პედაგოგთა მუშაობას აფერხებს.

მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში, კერძოდ, I კლასიდან V კლასის მეორე სემესტრამდე მოსწავლე მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით ფასდება. შეფასების ორივე ტიპი ელექტრონული ჟურნალის შექმნისასაც გაითვალისწინეს, თუმცა, ამ ეტაპზე განმავითარებელი შეფასების გრაფა ხელმიუწვდომელია. დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ჟურნალში მხოლოდ „არების“ დაწერა შეუძლიათ.  

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, პედაგოგს  ამ ეტაპზე მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება შეუძლია, განმავითარებელი შეფასების გრაფა კი სულ მალე დაემატება ელექტრონულ ჟურნალს.

„დაწყებით საფეხურზე მე-5 კლასის I სემესტრის ჩათვლით მოსწავლეები ფასდებიან მხოლოდ კომენტარის ველით და განმავითარებელი შეფასებით. ამ ეტაპზე შეფასების ველის გამოყენება შეგიძლიათ, სადაც შეფასების ტიპში ირჩევთ საკლასოს ან დამოუკიდებელს. რაც შეეხება განმავითარებელ შეფასებას, დაემატება უახლოეს მომავალში“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203