განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
10-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, შემთხვევა ორმაგად ტრაგიკულია, რადგან მას ბავშვები ემსხვერპლნენ.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.

ჩვენთვის ორმაგად ტრაგიკულია მომხდარი შემთხვევა, რადგან მას მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ.

ეს არის სრულიად საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედია, ტკივილი და დანაკარგი.

სამძიმარს ვუცხადებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ მეგობრებს, ახლობლებს და გამძლეობას ვუსურვებთ“, - წერია სამინისტროს სამძიმრის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203