რცხმელურის საჯარო სკოლის ეკო-გუნდის წევრებმა სკოლის მიმდებარედ ნაძვისა და ფიჭვის ნერგები დარგეს
01-02-2018
რცხმელურის საჯარო სკოლის ეკო-გუნდმა „სოფლის მაშენებლებმა“ გამწვანების აქცია ჩაატარეს. გამწვანების აქცია ეკო-გუნდის წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს.

„სოფლის მაშენებლებმა“ რცხმელურის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და გამწვანების გაშენებას შეუწყვეს ხელი. 

გუნდის წევრების თქმით, წელს სვანეთში უჩვეულო ზამთარია. ამინდები კარგია, რამაც მისცა საშუალება მეტყევის მიერ მოტანილი ნაძვის და ფიჭვის ნერგები სკოლის მიმდებარედ დაერგოთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203