ახალი წლის პირველი თვის დასასრულს,შეუბნის საჯარო სკოლაში „თოვლის ფესტივალი“ გამართეს.
31 იანვარს სოფელში ნანატრი თოვლი მოვიდა და ბავშვებს საშუალება მიეცა ეგუნდავათ და თოვლის ბაბუები გაეკეთებინათ.
„თოვლის ფესტივალში“ მოსწავლეებთან ერთად შეუბნის სკოლის პედაგოგებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და მათ მოსწავლეებს სასიამოვნო სახალისო დღე აჩუქეს.