90 კლასი, 7 სკოლა და 55 საბავშვო ბაღი დაიხურა - კოვიდინფიცირების შემთხვევებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმატა
11-10-2021

ერთი კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი. თუ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძელდება, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, სააკორდინაციო საბჭოს გარკვეული რეკომენდაციის ამოქმედების მოთხოვნით მიმართონ.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დინამიკა მზარდია. სურათი ყოველდღიურად უარესდება და თუ მომდევნო კვირის განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეპიდემიოლოგები პანდემიის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადებენ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ კვლავ საგანგაშოდ დაბალია იმუნიზაციის ტემპი.

სასწავლო პროცესის დაწყებამ ეპიდემილოგიურ მდომარეობაზე გარკვეუწილად იმოქმედა. 5 დღეში, მარტო თბილისში 55 ბაღი დაიხურა, ვირუსი 22 პედაგოგს და  სააღმზრდელო დაწესებულების 17 თანამშრომელს დაუდასტურდა, არიან ინფიცრებული ბავშვებიც.

დახურული ბაღების სრული სია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203