საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი შეიცვალა - რომელ პროგრამას ეხება ახალი ბრძანება
11-10-2021

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილება შევიდა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 2​1 პუნქტისა“.

ცვლილების მიხედვით, აკადემია ვალდებულია, ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაცია განათავსოს აკადემიის ვებგვერდზე (www.policeacademy.ge) ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე“. შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვა ხდება წელიწადში სამჯერ: იანვრის, მაისისა და სექტემბრის თვეებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203