მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა - ერთიანი აქტი 15 ოქტომბრამდე უნდა შედგეს
14-10-2021

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს. 

ცვლილების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის, იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 15 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, შესაბამის საგნის გამოცდაზე/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაზე აპლიკანტის საიდენტიფიკაციო კოდი, საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა ან რომელშიც საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა.

2021-2022 სასწავლო წლისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მართვის სისტემაში, 18 ოქტომბრის ჩათვლით, წარადგენს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ, ელექტრონული ფორმით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203