მასწავლებლები ერთმანეთს კოვიდტესტს ჩაუტარებენ - დამატებითი მოვალეობები სკოლის თანამშროლებს
12-10-2021

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლაში დასაქმებული პირებისათვის კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარება სამედიცინო პერსონალის გარდა, სკოლის თანამშრომლებსაც შეეძლებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად, მაღალმთიანი რაიონების და იმ სოფლების სკოლებს შეეხება, სადაც შესაბამისი ლაბორატორიების ნაკლებობაა.

გადამზადდებიან თუ არა ის პედაგოგები, რომლებმაც სხვას სწრაფი ტესტი უნდა ჩაუტარონ და მიიღებენ თუ არა გაწეული შრომისთვის ანაზღაურებას, ამ კითხვით Etaloni.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.

სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ მასწავლებლები გადამზადდებიან, ხოლო ის პედაგოგი, ვინც დანარჩენებს დატესტავს, დამატებით ანაზღაურებას არ მიიღებს.

„რაც შეეხება ტესტირებას, ეს ეხება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებს ან ისეთ სოფლებსა და რეგიონებს, სადაც ლაბორატორიები ან არ არის, ან ნაკლები რაოდენობაა. იქ კადრები გადამზადდებიან და პირი, რომელიც დანარჩენებს კოვიდზე სწრაფ ტესტს ჩაუტარებს, დამატებით ანაზღაურებას არ მიიღებს“,- განმარტეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე.

იხილეთ: აუცრელი მასწავლებლები კოვიდტესტს კვირაში ერთხელ ჩააბარებენ, სრულად აცრილები - 14 დღეში ერთხელ PCR-ს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203