„განახლება მიმდინარეობს“ - მასწავლებლებისთვის „ემისი“ დამატებით განმარტებას აკეთებს
13-10-2021
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს მასწავლებლებისთვის. როგორ უნდა მოიქცეთ თუ ელ. ჟურნალში შესვლისას მუდმივად „განახლება მიმდინარეობს“ გიწერთ: 

„როდესაც ჟურნალში გვიწერს, რომ „განახლება მიმდინარეობს“ გირჩევთ, სხვა მოწყობილობიდანაც გადაამოწმოთ, რადგან ხშირად აქვს ძველი ინფორმაცია ჩამახსოვრებული მოწყობილობას. (ასეთ დროს საჭიროა ქეშის გაასუფთავება). თუ სხვა მოწყობილობიდანაც, რომელსაც რა თქმა უნდა არ უნდა ჰქონდეს პრობლემა შესვლისას, შევა ჟურნალში, გამოირიცხება ის ვარიანტი, რომ ჟურნალი გათიშულია.

როდესაც ყველა მოწყობილობიდან აწერს განახლებას, გთხოვთ დაელოდოთ.

მარტივად შეგიძლიათ კოლეგებს კითხოთ იმ დღეებში შედიოდნენ თუ არა ისინი, როდესაც თქვენ ვერ ახერხებდით, რადგან თუ ჟურნალი გათიშულია, ყველასთვის ითიშება და არა კონკრეტულ მომხმარებლებთან“, - აღნიშნულია განმარტებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203