ახალციხის N5 საჯარო სკოლაში Iა და 1გ კლასებში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
,,ანბანის შემობრძანება“პირველი ბგერა-ასოს გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა, ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ახალციხის №5 საჯარო სკოლის Iა და 1გ კლასის თითოეულ მოსწავლეზე'' - აღნიშნავენ კლასის ხელმძღვანელები: ხათუნა ბალახაშვილი და მედეა მერაბიშვილი.
პატარები გაკვეთილის მსვლელობისას ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხატოვან გამონათქვამებში:
''დედაენა“- უპირველესია მთელ წიგნთა ყვავილეთში, ბუნების გამოღვიძების მახარობელია, იასავით სპეტაკია…
დედაენაზე, კერძოდ ,,აი ია“-ზე ხატოვნად წაიკითხეს ლექსები, გაანალიზეს მოთხრობები, ჟესტებითა და მიმიკებით უპასუხეს შეკითხვებს, გააკეთეს ტესტები ,,ი და ა’’ ასოების ამოცნობაზე სხვა ასოებს შორის, იმუშავეს ბუკებში, გააფერადეს ,,ია’’ ყვავილი შესაბამისი ფერებით.
''პატარების მიერ ფაქიზად გაფერადებულ და თაბახის ფურცლებზე ასახულ იებს ნამდვილად ეტყობოდა სინაზეც, სილამაზეც, სიმორცხვეც დასილურჯეც. ასეთები იყვნენ პატარებიც თავიანთ ნამდვილ პირველ დღესასწაულზე მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან ერთად: ფაქიზები და თამამები, სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომლებმაც მასწავლებლებსა და სკოლის დირექციას ერთი ლამაზი დღე აჩუქეს." - აღნიშნეს მასწავლებლებმა.