97 საბავშვო საბავშვო ბაღი 11 დღეში დაიხურა - ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იმატებს
13-10-2021
2021-2022 სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებისთვის 4 ოქტომბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები თითქოს გაცემულია და ბაღებში მკაცრი პროტოკოლი მოქმედებს, კორონავირუსის შემთხვევების გამო სააღმზრდელო დაწესებულებებში ყოველდღიურად იხურება.

13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სულ მცირე, 97 საბავშვო ბაღია დახურული. მათ შორის: 84 საბავშვო ბაღი თბილისში დაიხურა; 6 - შიდა ქართლში; 3 - აჭარაში; 3- სამცხე- ჯავახეთში; 1 - ოზურგეთში. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.



იხილეთ: „სკოლები გადავიდნენ დისტანციურზე, საბავშვო ბაღები დასაკეტია - სხვა გზას ვერ ვხედავ“ - გიორგი ფხაკაძე

ბათუმში 28, ქობულეთში 15, ქედაში 2, შუახევში – ერთი კლასი დაიხურა

ბაღების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგებისგან განსხვავებით, მხოლოდ 14 დღეში ერთხელ გაიტესტებიან

ხუთშაბათს სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები დაისვენებენ

თბილისში 14 საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დაიკეტა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203