ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სისტემაშია - სამწუხარო სტატისტიკა
15-10-2021
2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4 პროცენტით (61.5 ლარით) გაიზარდა და 1 191.0 ლარი შეადგინა. აღნიშული ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ხელფასები გაიზარდა განათლების სფეროშიც - 2019 წელს საშუალო თვიური ანაზღაურება 600 ლარს ოდნავ აღმატებოდა, ხოლო 2020 წელს თითქმის 800 ლარი გახდა. მიუხედავად ამისა, განათლების სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება მაინც ყველაზე დაბალია. აღნიშნული პოზიცია კი უკვე წლებია არ იცვლება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 156.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით); ⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 885.7 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16.3 პროცენტით); ⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 852.3 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 2.3 პროცენტით)