ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაცია არ მუშაობს - დამატებითი დისკომფორტი მასწავლებლებისთვის
ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით გაუგებრობა კვლავ გრძელდება. ჯერ იყო და კლასები არ იქმნებოდა, შემდეგ მასწავლებებს ცვლილებები ვერ შეჰქონდათ, ეწერა „მიმდინარეობს განახლება“... მარტივად რომ ვთქვათ, ამ სიახლემ პედაგოგებს დისკომფორტი შეუქმნა. სწორედ ამიტომ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ პედაგოგებისთვის კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. სიახლის მიხედვით, ელჟურნალის მობილური აპლიკაცია არ ფუნქციონირებს და ელექტრონულ ჟურნალში შესვლა მხოლოდ ბრაუზერით, ოფოციალური ვებგვერდიდანაა შესაძელებელი.
„იქიდან გამომდინარე, რომ Microsoft Teams-იდან ჟურნალში შესვლის დროს, დამახსოვრებული იყო ძველი ინფორმაცია და მომხმარებლების უმრავლეს ნაწილთან წერდა ,,მიმდინარეობს განახლება” მაშინ, როდესაც ჟურნალი რეალურად ჩართული იყო, ხვალიდან, 14 ოქტომბრიდან, ელექტრონულ ჟურნალში შესვლას შეძლებთ მხოლოდ მისი ოფიციალური ვებ-გვერდიდან:
https://onlineschool.emis.geამისათვის როგორც კომპიუტერიდან,ისე მობილურიდან უნდა გახსნათ ბრაუზერი (Google Chrome, Opera,Microsoft Edge ან სხვა) და ჩაწეროთ
https://onlineschool.emis.geელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაცია ამ ეტაპისთვის არ ფუნქციონირებს“.