„თაგოს საჯარო სკოლაში დღეს დიდთოვლობის გამო სწავლა შეწყდა. ჩვენს სკოლაში მოსასვლელად 6 მასწავლებელი გამოდის რაიონული ცენტრიდან და საბაგიროთი სარგებლობს. რადგან საგაბიროს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა, მათ სკოლაში მოსვლა ვერ მოახერხეს. ანაოლოგიური პრობლემები შეექმნათ მოსწავლებსაც. გამომდინარე აქედან, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ხვალიდან გვპირდებიან, რომ საბაგირო მუშაობას განაახლებს და სწავლაც განახლდება.“
სხვა სკოლების მსგავსად, სწავლა შეწყდა ბოძაურის საჯარო სკოლაშიც. სკოლის დირექტორის არსენ შავაძის თქმით, ხვალიდან სასწავლო პროცესის განახლებას იმედოვნებენ:
„სხვა სკოლების მსგავსად, უამინდობის გამო ბოძაურის სკოლაშიც შეწყდა სწავლა. თუმცა ხვალიდან ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობები. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა ენერგო-პრო-ჯორჯიას ინფორმაციით, სამუშაოები დილიდანვე დაიწყო და დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების აღდგენა.
მაღალმთიანი აჭარის სკოლის მოსწავლის ყოველდღიური გზა დიდთოვლობისას სახლიდან სკოლამდე - ვიდეო