მასწავლებლები დამატებით დაფინანსებას მიიღებენ - დგებუაძე განმარტებას აკეთებს
15-10-2021

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობს, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, მოსწავლეებს ონლაინ-რეჟიმის არჩევის შესაძლებლობა აქვთ და ბუნებრივია, რომ მათთვის პედაგოგებმა ცალკე გაკვეთილები უნდა ჩაატარონ. ამისთვის კი შარშან სპეციალური თანხა - 7 ლარი იყო გამოყოფილი. როგორც აღმოჩნდა, წელსაც არაფერი შეცვლილა და პედაგოგები დისტანციურად გაკვეთილების ჩატარებისთვის, დარიცხულ შვიდ ლარს მიიღებენ, რაც ხელზე ასაღებ 5 ლარზე ცოტა მეტ თანხას უდრის.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ერთ-ერთი ონლაინ შეხვედრისას განმარტება გააკეთა:

„მასწავლებლების საყურადღებოდ - ისინი, ვინც დამატებით გაკვეთილებს ჩაატარებს ონლაინ-სწავლებაზე მყოფი ბავშვებისთვის, მიიღებენ დამატებით დაფინანსებას და დამატებითი გაკვეთილების ჩატარებაში - შესაბამის ანაზღაურებას“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203