მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე და პედაგოგი ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე პირბადე ატაროს.
აღნიშნული რეგულაცია საგაკვეთილო პროცესსაც ეხება. იმ დატვირთვიდან და ფიზიკური აქტივობიდან გამომდინარე, რაც მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილზე უწევთ, ჩნდება კითხვა, მოუწევთ თუ არა მოსწავლეებსა და მასწავლებელს სპორტის გაკვეთილზე პირბადის ტარება.
კითხვაზე პასუხის მისაღებად Etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სკოლებს დამატებითი რეკომენდაციები გადაეგზავნებათ.
„პირბადეების ტარება, ზოგადად, ყველგან სავალდებულოა და ამ ეტაპზე, როგორ მითხრეს, ამასთან დაკავშირებით შეხვედრაა დანიშნული და სპორტის გაკვეთილებთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი რეკომენდაციები სკოლებს გადაეგზავნება“,- განმარტეს განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე.