ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ გამართული პრეზენტაცია მენდელეევის მიერ დაცულ დისერტაციას მიეძღვნა
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მკვლევართა კლუბის წევრებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციის თემა 1865 წლის 31 იანვარს მენდელეევის მიერ დაცულ დისერტაციას ეხებოდა.
პრეზენტატორებმა, ლუკა სამხარაძემ და ალექსანდრე გრიგოლაშვილმა დეტალურად გაშალეს თემა „ სპირტის წყალთან შეერთების შესახებ“. მათ ასევე საინტერესოდ ისაუბრეს შემთხვევით აღმოჩენებსა და მათ მნიშვნელობაზე.
მკვლევართა კლუბის კურატორები კერძო სკოლა „ანაბასისში“ ქეთევან ედიბერიძე და თამარ ბაქრაძე არიან.
იხილეთ ფოტოები