იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ
სიკეთე გადამდებია....
„წელს ვაჟას „ხმელი წიფელი“ შევისწავლეთ. დროის ულმობელობისა და ყოველივე ამქვეყნიურისა და წარმავლობის შეგნება, მარტოობისა და სიბერის გარდაუვალობა - ყველაფერი ეს ერთად მოგვიტანა ვაჟამ ამ მოთხრობაში.
ახალი წელი ახლოვდებოდა, როდესაც შესწავლილმა მოთხრობამ და მოახლოებულმა დღესასწაულმა შთაგვაგონა ვწვეოდით მოხუცთა თავშესაფარს მოვფერებოდით იქ მცხოვრებ ადამიანებს და რამოდენიმე წუთის თუ საათის ჩუქებით გადაგვეფარა მათი მუდმივი მარტოობა.
უდიდესი იყო ერთად ყოფნის სიხარული. უდიდესი იყო მათი მარტოობით გამოწვეული ტკივილი ჩვენს გულებში. მათ მარტოობა აერთიანებთ. მარტოობა და სიკეთითა და სითბოთი სავსე გულები.
თითქოს გავიზარდეთ იმ რამდენიმე საათში. ბევრად უკეთესები გავხდით ვიდრე ვიყავით. ეს მათი დამსახურებაა. „ ნეტავ ისევ შევხვდეთ“ ეს მათი ერთადერთი სურვილი იყო.
ჩვენ ისევ შევხვდებით - ეს ჩვენი პირობაა ...
ჩვენ ერთად დავამარცხებთ მარტოობას. “
ავტორი: VII4 კლასის მოსწავლე დაჩი ბარათელი
იხილეთ ფოტოები