„სკოლის პერსონალის 69% აცრილია, თუმცა ეს საკმარისი არ არის - ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია“ - ეკა დგებუაძე
17-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, 108 საჯარო სკოლა ეპიდვითარების გაუარესების გამო დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. ამის გარდა არის წერტილოვნი შეზღუდვები იმ საკლასო ოთახებში, სადაც კოვიდინფექციის გავრცელების იდენტიფიცირება მოხდა.

„ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იმატებს. განაცხადები განათლების სამინისტროში ყოველდღიურად შემოდის სკოლებიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის, თუმცა კონკრეტულად სკოლა გადავიდეს თუ მხოლოდ საკლასო ოთახი დისტანციურ სწავლებაზე, ამას ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური წყვეტს. ინფიცირებულთა რაოდეონობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ მოსწავლეზე და მასწავლებელზე. აქ შეიძლება იყოს მათი ოჯახის წევრები“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება, რათა არ შეწყდეს სწავლა საკლასო ოთახებში.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების პერსონალის 69%-ია აცრილი, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან განათლების სამინისტროში შიშობენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია და უფრო მოიმატებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203