რამდენი დღე აქვს ვადა მასწავლებელს ელექტრონული ჟურნალის შესავსებად? - თუ პედაგოგი დოკუმენტს დროულად არ შეავსებს, მოსწავლეები ვერ შეფასდებიან
31-10-2021

ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლებისთვის ელექტრონული ჟურნალის შევსება სავალდებულო გახდა. პედაგოგები ჟურნალის ხარვეზებზე ჯერ კიდევ საუბრობენ და ამბობენ, რომ მუდმივი განახლების პირობებში ხშირად ელექტრონული ჟურნალი ხელმიუწვდომელია.

ხარვეზები არსებობს, თუმცა მასწავლებლებს ელექტრონული ჟურნალის შესავსებად ლიმიტირებული დრო აქვთ. ჟურნალში შეფასების (მათ შორის შემაჯამებელი წერის) და დასწრების აღრიცხვა ან მისი კორექტორება შესაძლებელია გაკვეთილის გასვლიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თუ მასწავლებელი ელექტრონულ დოკუმენტს დროულად არ შეავსებს, მისი მოსწავლეები ვერ შეფასდებიან, დროის გასვლის შემდეგ ასევე შეუძლებელი იქნება დასწრების აღრიცხვა.

გასულ სასწავლო წელს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ დაუშვა გამონაკლისი და მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების დაფიქსირება, მხოლოდ ორი დღით შემაჯამებელი წერის ნიშნების შეტანის უფლება მისცა. თუმცა შარშან ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში იყო, დღეს კი ერთადერთი დოკუმენტია და ექნებათ თუ არა პედაგოგებს ჟურნალში ცვლილებების შეტანის შანსი, უცნობია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203