ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი“ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი“ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა.
წიგნის პოპულარიზაციისთვის დაწესებულ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებები წაიკითხეს. ამასთან მოაწყვეს წიგნების გამოფენა და გაეცნენ ცნობილ ბიბლიოთეკებს: ქართულ ხელნაწერ წიგნებს, საბავშვო წიგნებსა და წიგნებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ფილმებია გადაღებული.
იხილეთ ფოტოები