სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის სრულ დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 205 000 ლარია.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ელექტრონულ პორტალზე socreg.mes.gov.ge. რეგისტრაცია დაიწყო დღეს - 2021 წლის 18 ოქტომბერს და გაგრძელდება 2021 წლის 1 ნოემბრის 18:00 საათამდე.
სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიების, განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის, განხილვის წესისა და საჭირო დოკუმენტების ნუსხის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: