ფეხბურთში სამცხე-ჯავახეთის რესპექტლიგის გათამაშებაში, ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს
ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა, ვაჟებს შორის სამცხე-ჯავახეთის რესპექტლიგის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზეს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრებაში, „მზექას“ მეშვიდე კლასის მოსწავლე, ალექსი მერაბიშვილი საუკეთსო ფეხბურთელად და საუკეთესო მცველად დასახელდა.
საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა ასევე მეოთხე კლასის მოსწავლე, საბა სამსონაძემ.
კერძო სკოლა „მზექა“ ულოცავს დამწყებ ფეხბურთელებს მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები