წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იორმუღანლოს სკოლაში იგავ-არაკები წაიკითხეს
02-02-2018
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული სექტორის მეოთხე კლასიც შეუერთდა.

ღონისძიების ფარგლებში კლასის ხელმძღვანელმა, თეა გურგენიძემ და ისტ-ის მასწავლებელმა, მოვლა სარიევმა მოსწავლეებს ეზოპეს და სულხან-საბა-ორბელიანის იგავ-არაკები წაუკითხეს.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეების ბებიებიც.

შეგახსენებთ, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე, მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანი საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაციაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203