მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შეიქმნება - ცვლილება უმაღლესებს ეხება
19-10-2021
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები დამტკიცდა

ბრძანების მიხედვით, საინფორმაციო სისტემა 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით უნდა შექიმნას.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ - სისტემა) შექმნისა და ადმინისტრირების წესს, პირობებს, სისტემაში ინფორმაციის შეტანისათვის პასუხისმგებელ სუბიექტებს, სისტემაში ინფორმაციის შეტანის, შეტანილ ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისა და სისტემიდან ინფორმაციის ამოღების წესებს.

2. სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ამ პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ.

3. სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ - მართვის სისტემა), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ წესის მე-6 მუხლის თანახმად ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ - ცენტრი), ხოლო მართვის სისტემა უზრუნველყოფს ცენტრის ტექნიკურ მხარდაჭერას.

5.  სისტემა წარმოადგენს მართვის სისტემის სერვერზე განთავსებულ ბაზას, რომელიც აერთიანებს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას და მასში ინფორმაციის ხედვის/შეტანის/დამუშავების/ამოღების მიზნით, ავტორიზებული მომხმარებლები იყენებენ სპეციალურად შექმნილ აპლიკაციებს.

6. სისტემის მეშვეობით ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის მიზანია:

ა) უმაღლესი განათლების სისტემაში ზუსტი, დროული და რელევანტური ინფორმაციის არსებობის უზრუნველყოფა, ანალიტიკის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის, უმაღლესი განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და შეფასებისათვის, ასევე საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელება;

ბ) აბიტურიენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების, ასევე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხული პირების სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების აღრიცხვა, მართვის სისტემის მიერ უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გაანგარიშების, ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცესის ადმინისტრირებისა და  საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების უზრუნველყოფის და სისტემის მეშვეობით კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისთვის;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად, საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ შესატანი ინფორმაცია

1. სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, (შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართ(ებ)ი, საფოსტო კოდი, ტელეფონის  ნომერი, ელექტრონული ფოსტისა და ვებგვერდის მისამართი;

გ) დამფუძნებელი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სახელმწიფო) და მისი საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

დ) სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი, ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციისა და სახელწოდების ცვლილების შესახებ შესაბამისი აქტების მითითებით (აქტის ნომერი, მისი მიღებისა და ძალაში შესვლის თარიღები);

ე) საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხელმოწერების დასკანერებული ვერსია, პირადი ნომერი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, უფლებამოსილების მინიჭებისა და შეწყვეტის თარიღი შესაბამისი აქტების მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ, პერიოდის მითითებით, შესაბამისი აქტის დასახელება, ნომერი და მიღების თარიღი;

ზ) საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პერიოდში არსებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატისა და ვეტერინარის მომზადების სერტიფიკატის ფორმების დასკანერებული ნიმუშები, მათი მოქმედების ვადის მითითებით;

თ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკონტაქტო პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი);

ი) საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდის, შტამპის და სატიტულო ფურცლის დასკანერებული ნიმუშები, მათი დამტკიცების/გაუქმების თარიღების მითითებით;

კ) ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ნომრის, თარიღის, მათი მოქმედების ვადისა და იმ შესაბამისი საფეხურების მითითებით, რომელზეც განხორციელდა დაწესებულებისათვის ავტორიზაციის მინიჭება;

ლ) საგანმანათლებლო დაწესებულების სახე;

მ) სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203