რომელი საგნის სწავლებისას და რის მიხედვით შეიძლება კლასის დაყოფა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით?
30-10-2021

სკოლებს სხვადასხვა საგანში კლასების დაყოფა შეუძლიათ. ამის მიზეზი კი კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შეიძლება გახდეს. ასევე დაყოფის მიზეზი შეიძლება იყოს ამა თუ იმ საგნის გაძლიერებულად სწავლება ან მოსწავლეთა ცოდნის დონით დაჯგუფება.

კლასების დაყოფის საკითხი ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი. კერძოდ, კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე) და უცხოური ენებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.

გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. გაყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენაში – 20-ს.

რაც შეეხება უცხოურ ენას, უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით ან ჯგუფები და განაყოფები დაკომპლექტდეს მეორე და მესამე ენების არჩევანის შესაბამისად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203