რა იცვლება 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე - დეტალები დღეს გახდება ცნობილი
20-10-2021
2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეების შესახებ ცნობილი დღეს გახდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე მიაწვდიან. 

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ცვლილება შესაძლოა, სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იყოს, რომლის მიხედვითაც, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები იცვლება. უფრო კონკრეტულად:

  • რედაქტირების დავალებები ხდება 20-ქულიანი (შეცდომების ტიპები იგივეა);
  • წაკითხულის გააზრება – ეს დავალება უცხო ტექსტის გააზრებასა და ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთის შერჩევას გულისხმობს. დავალება 15-ქულიანია (1 კითხვა – 1 ქულა);
  • ესესა და ლიტერატურული ტექსტის ანალიზი ერთმანეთს შეერწყა (გაერთიანდა); მოცემული იქნება ესეს თეზისის ტიპის დებულება, რომელსაც უნდა დაეთანხმოთ ან უარყოთ; მითითებული იქნება ლიტერატურული ტექსტი (2 ნაწარმოები), რომელთა საფუძველზეც უნდა ააგოთ მსჯელობა; ტექსტის მონაკვეთი წარმოდგენილი არ იქნება; დავალება 30-ქულიანია;
  • ჯამური ქულა იქნება 65, დრო ნავარაუდევია 3 საათი;
  • ნოემბრის დასაწყისში გვექნება ტესტის ნიმუში;
იხილეთ: შეიცვლება თუ არა გრანტის გადანაწილების წესი - ნუნუ მიცკევიჩი განმარტებას აკეთებს

აბიტურიენტები ქართულში ერთ თემას დაწერენ, გეოგრაფიაში კი რუკა აღარ ექნებათ - გორგოძე 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე

მათემატიკისა და ისტორიის გარდა აბიტურიენტებს სხვა საგნის არჩევის უფლებაც ექნებათ - რა სიახლეები შევიდა ეროვნულ გამოცდებზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203