შუხუთის საჯარო სკოლაში კლასიკოსების ლექსები მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად წაიკითხეს
01-02-2018
„რაც უფრო ადრე მივუბრუნდებით წიგნს, მით უფრო ადრე აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, ხოლო როგორც კი აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, მაშინვე გაგვიჩნდება უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილი“ - (ოთარ ჭილაძე) 

დღეს წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღეა. იკითხეთ ხმამაღლა და შეცვალეთ მსოფლიო! უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ.  

ამ ღონისძიების ფარგლებში, შუხუთის საჯარო სკოლაში, შევარჩიეთ ჩვენი საამაყო კლასიკოსების წიგნები და საჯაროდ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა წავიკითხეთ შესანიშნავი ლექსები. სულიერი ბედნიერების განცდა დიდხანს გაგვყვება დიდსა თუ პატარას.“ 

ავტორი: შუხუთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ცირა იმნაიშვილი 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203