„სკოლებში ინფექციის შესაჩერებლად საჭიროა მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს“ - გაბუნია
31-10-2021

საჭიროა მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა და დასძინა, რომ ეს სკოლებში ინფექციის შეჩერებისთვისაა საჭირო. 

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ დისტანციურ რეჟიმში სწავლებას 100-ზე მეტი სკოლა განაგრძობს.

„ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის პროცენტი 65-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალია, ზოგიერთ სკოლაში შედარებით დაბალია. ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, ეს იყოს 80%-ზე მეტი. ახლა რაც შეეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდიალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები ასე გახსნილად საკლასო სასწავლო რეჟიმში“, - განაცხადა გაბუნიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203