ბახვის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ეკატერინე არუსიას, ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაატარეს.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და იმის ცოდნა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო თითოეული ოჯახისთვის და ქვეყნისათვის. რა ცვლილებები ხდება წელიწადის ამ დროს ბუნებაში, რა საქმიანობას ეწევიან ადამიანები შემოდგომაზე, რითი განსხვავდება წელიწადის სხვა დროებისგან. ბავშვებმა შემოდგომა ლექსებით, მინი სპექტაკლით, სიმღერებით და ცეკვებით გააცილეს. მოაწყვეს შემოდგომის კუთხე და ამოავლეს ჩურჩხელები.