საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, ბახვის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გამართეს
03-01-2018
ბახვის საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიზანი საზეიმო განწყობის შექმნა, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება იყო. 

მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ტრადიციებს  გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში მათ ასევე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები  წარმოადგინეს და წაიკითხეს ლექსები.

მოსწავლეები თავად მონაწილეობდნენ დეკორაციების შექმნასა და სცენის გაფორმებაში. ღონისძიების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები. 

საახალწლო ღონისძიებას დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203