ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლე ნიკა ქურდაძე მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია
საუკეთესო ინდივიდუალური შედეგის ჩვენებისთვის, ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ სკოლის მოსწავლე მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ნიკა ქურდაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა საგზური, კინგსისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემეცნებით-დასასვენებელი ტური წყალტუბოში. ასევე ელექტრონული წიგნის სახლისგან „საბა“ 20 ელექტრონული წიგნი და მაჯის საათი.
ახალციხის კერძო სკოლა „მზექა“ ულოცავს ნიკას მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები