ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ის მოსწავლეებს საბავშვო მწერალი, მარიამ წიკლაური ეწვია
ბათუმის კერძო სკოლას „ევრო-2000“ საბავშვო მწერალი, მარიამ წიკლაური ესტუმრა.
სპეციალურად შეხვედრისთვის სკოლის პედაგოგმა, ცირა ქობულაძემ, მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ და მარიამ წიკლაურის „ნანინები“ ლამაზ ლიტერატურულ-მუსიკალურ სპექტაკლად დადგა.
ღონისძიების დასასრულს მწერალმაც და მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებები მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები