„ვიკითხოთ ხმამაღლა და შევცვალოთ სამყარო“ - წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის ლოზუნგს თამარიანის საჯარო სკოლაც შეუერთდა
„ვიკითხოთ ხმამაღლა და შევცვალოთ სამყარო“ - წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის ლოზუნგი თამარიანის საჯარო სკოლამაც გაიზიარა და საკუთარ სკოლაში სხვადასხვა ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს.
აქცია-ღონისძიებაში თამარიანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. მათ საბავშვო ლექსები და ცხნობილი მწერლების მოთხრობები წაიკითხეს. ყველა მოსწავლემ ლექსი,თუ ნაწარმოები საკუთარი გემოვნებით შეარჩია.
პედაგოგების მოსაზრებით, მსგავსი ღონისძიება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს კითხვის მოტივაცია აიმაღლონ და ამასთან წაუკითხონ ლიტერატურა მათ, ვისაც უნარშეზღუდულობის გამო კითხვის პრობლემა აქვთ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
იხილეთ ფოტოები