რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში წლის საუკეთესო მოხალისე, რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლე, სალომე ტვილდიანი გახდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "მოხალისეობის განვითარების პროგრამის-საქართველოს მოხალისეს" დაჯილდოების ცერემონია ტექნოპარკში გაიმართა.
პროექტის მონაწილეები თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა აქტივობას 6 თვის განმავლობაში ახორციელებდნენ.
"საქართველოს მოხალისის" მიზანს მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და სხვ. წარმოადგენს.