წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ საყვარელი ნაწარმოებების კითხვით დასრულდა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 1 თებერვალს უკვე მესამედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია "Litworld".
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ თავიდანვე აქტიურად გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას სხვადასხვა აქტივობებით. ერთერთი ასეთი აქტივობის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და იქ თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან სასურველი მონაკვეთები ხმამაღლა წაიკითხეს.
წიგნის პოპულარიზაციისთვის წამოწყებული კამპანიის ფარგლებში სკოლაში კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა. სკოლის წარჩინებული უფროსკლასელები უმცროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ თავიანთი დამოკიდებულება გაუზიარეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით.
საღამო ნაწარმოებებზე შთაბეჭდილებების გაზიარებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები