შუხუთის საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი „ლელო“ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება
05-02-2018
შუხუთის საჯარო სკოლაში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ისტორიის კლუბი „ლელო“, რომლის წევრები X-XI კლასის მოსწავლეები არიან. კლუბს სერტიფიცირებული პედაგოგი, ნინო მემარნე ხემლძღვნელობს.
„ლელოს“ მთავარი მიზანი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ისტორიული ცოდნის გაღრმავებაა. კლუბის წევრები კვირაში ერთხელ იკრიბებიან. დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ისტორიული ფაქტების, გამორჩეული პიროვნებების, საზოგადოებრივი მოვლენების ანალიტიკურ შესწავლას.
დღეს კლუბის მორიგი სხდომა გაიმართა. მოსწავლეებმა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული საინტერესო მასალები წარმოადგინეს გიორგი სააკაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
„მოსწავლეები გამოთქვამენ თავანთ მოსაზრებებს, მსჯელობენ ფაქტებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრები არიან მოტივირებული, მუშაობისას შექმნილი აქვთ სასურველი და ცოდნაზე ორიენტირებული გარემო,“ - აღნიშნეს მასწავლებლებმა.