აბიტურიენტები ქართულის წერით დავალებაში 10 კრიტერიუმით შეფასდებიან -  გამოცდაში შესული ცვლილებები დეტალურად
25-10-2021

2022 წელს აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებები დახვდებათ. მათ სამი დავალების შესრულება მოუწევთ,  I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება და  III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის  II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად). 10 ქულით მცირდება მაქსიმალური შეფასება და ის 70-ის მაგივრად 60 იქნება.

წერით დავალებაში შესულმა ცვლილებებმა შეფასების კრიტერიუმების შეცვლაც გამოიწვია. დავალება 10 კრიტერიუმით შეფასდება, მაქსიმალური ქულა კი 34 იქნება. დავალების ესა თუ ის მითითება შესრულებულად არ ჩაითვლება, თუ მასზე მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნება პასუხი გაცემული. ამასთან, ნაშრომი, რომლის მოცულობაც 150 სიტყვას არ აღემატება, VIII, IX და X კრიტერიუმებით არ შეფასდება.

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ აბიტურიენტებმა და რამდენია თითოეულის მაქსიმალური ქულა:

  • დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება  - 3 ქულა
  • ნაშრომის აგება - 2 ქულა
  • მხატვრული ტექსტის ანალიზი  - 5 ქულა
  • პრობლემის აქტუალობის დასაბუთება  - 5 ქულა
  • ზოგადი განათლება - 3 ქულა
  • დამოუკიდებელი აზროვნება - 3 ქულა
  • ფაქტობრივი სიზუსტე - 3 ქულა
  • ლექსიკა და სტილი  - 3 ქულა
  • მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი - 5 ქულა
  • პუნქტუაცია - 3 ქულა

ვრცელი განმარტება შეფასების კრიტერიუმების შესახებ

იხილეთ: გაეცანით შეცვლილი ტესტების ნიმუშებს -  ცვლილებები ქართული ენასა და ლიტერატურაში და გეოგრაფიაში შევიდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203