ცხადდება თუ არა საჯარო სკოლებში არდადეგები 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა მშობელმა თუ პედაგოგმა მიმართა, რის შემდეგაც საკითხის დაზუსტება განათლებისა დ ამეცნიერების სამინისტროში გადავწყვიტეთ.
საკითხი მას შემდეგ გახდა აქუალური , რაც კერძო სკოლების ნაწილმა აღნიშნულ პერიოდში დასვენებად გამოაცხადა და მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები დაუნიშნა. როგორც ჩხენკელის უწყებაში განგვიცხადეს, საჯარო სკოლებში 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე დასვენების გამოცხადება არ იგეგმება. თუმცა კერძო სკოლებს უფლება აქვთ, დამატებითი დასვენების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ.