„არა ბულინგს“ - ბახვის საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართა
ბახვის საჯარო სკოლაში გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ხათუნა ბარამიძემ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება ჩაატარა.
ბულინგის საწინააღმდეგო ღონისძიების ლოზუნგი ასეთი იყო : „გავაძლიეროთ სისტემა და თავიდან ავიცილოთ ოჯახური ძალადობა და და დავიცვათ მსხვერპლი ძალადობისგან საქართველოში“
პროექტი პოლონური განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. როგორც პროექტის მონაწილეები აღნიშნავენ, მასში ჩართულობამ კიდევ უფრო ცხადი გახადა ის სიმძიმე, რაც შეიძლება ოჯახურ ძალადობას მოჰყვეს და ძალადობაზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია.
ღონისძიების ფარგლებში ასფალტზე სიმბოლური ნახატებიც გაკეთდა.