სკოლას შეუძლია მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით მათ სხვადასხვა არჩევითი საგანი შესთავაზოს. არჩევითი საგნები კვირაში ორსაათიანი დატვირთვით ისწავლება, XII კლასის მეორე სემესტრში კი ასეთი საგნების სწავლება დაუშვებელია.
მასწავლებლებს საგნობრივი ჯგუფის მიხედვით არჩევითი საგნების შეთავსება და საათების შევსება შეუძლიათ, ასეთი საგანი კი 39-ია, მათ შორისაა ჭადრაკი, ხაზვა, თექაზე მუშაობა, ხეზე კვეთა, ასტრონომია, თეატრალური ხელოვნება და ა.შ. პედაგოგებისთვის საათობრივი ანაზღაურება არჩევითი საგნების დროსაც იმდენივეა, რამდენიც ძირითადი საგნების სწავლების დროს.
გთავაზობთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს, რომელთა ხანგრძლივობა ერთი ან ორი სემესტრით შემოიფარგლება, 3 საგანი კი შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი:
გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა, მეთუნეობა, გობელენი და სხვ) - შრომა - საგნობრივი ჯგუფი ესთეტიკური აღზრდა - IX კლასი
სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა) - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - IX კლასი
თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა, ტექნოლოგიები - IX კლასი
მულტიმედია და მუსიკა - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა, ტექნოლოგიები - IX კლასი
გუნდი - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - IX კლასი
დრამა - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - IX კლასი
ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები - საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - IX კლასი
კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები - საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - X/XI/XII კლასი
ერთმოდულიანი საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი:
რობოტექნიკა - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - IX კლასი
კოდირება - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - IX კლასი
ამერიკისმცოდნეობა - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები, უცხოური ენები - X/XI/XII კლასი
გეოგრაფიული კვლევა - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი
ეკონომიკა და სახელმწიფო - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - XI/XII კლასი
თეატრალური ხელოვნება - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
მეწარმეობის საფუძვლები - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი
კომპიუტერული მეცნიერება - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები - X/XI/XII კლასი
მსოფლიო კულტურა - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები, ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
მულტიმედია და დიზაინი - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
ფოლკლორი და მითოლოგია - საგნობრივი ჯგუფი - სახელმწიფო ენა - X/XI/XII კლასი
XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა - საგნობრივი ჯგუფი - სახელმწიფო ენა, უცხოური ენები - X/XI/XII კლასი
ხელოვნების ისტორია - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
სახელმწიფო და სამართალი - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - XI/XII კლასი
ბუნების ძეგლებზე დაკვირვება - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი
საქართველოს ეთნოგრაფია - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი
ფოლკლორული ანსამბლი - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები - X/XI/XII კლასი
ორმოდულიანი საგნები, რომლის თითო მოდულის ხანგრძლივობა არის ერთი სემესტრი (სკოლამ შესაძლებელია სურვილის მიხედვით ასწავლოს ან მხოლოდ ერთი მოდული, ან ორივე მოდული)
კინოხელოვნება - საგნობრივი ჯგუფი - ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა - X/XI/XII კლასი
სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა - საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - I მოდ. - X/XI/XII
II მოდ. - XI/XII
ქიმიური ტექნოლოგიები - საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - XI/XII კლასი
შესავალი თანამედროვე ფიზიკაში - საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები I მოდ. - XI/XII
II მოდ. - XII
ხაზვა - საგნობრივი ჯგუფი - მათემატიკა - X/XI/XII კლასი
ასტრონომია - საგნობრივი ჯგუფი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - XI/XII კლასი
გარემო და მდგრადი განვითარება - საგნობრივი ჯგუფი - საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - X/XI/XII კლასი
საგნები, რომლებიც შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში:
მესამე უცხოური ენა - საგნობრივი ჯგუფი - უცხოური ენები - X/XI/XII კლასი
მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა (შესაძლებელია ისწავლებოდეს მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებში და კლასებში კვირაში 2-საათიანი დატვირთვით) - საგნობრივი ჯგუფი - სახელმწიფო ენა, უცხოური ენა.
ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა) - საგნობრივი ჯგუფი - ტექნოლოგიები, მათემატიკა, სპორტი - II-III კლასი
რაც შეეხება შეფასებას, V-XII კლასებში არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.