ხოჯორნის საჯარო სკოლაში, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს სომხური ენის პედაგოგიც შეუერთდა
05-02-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გოდერძი ჩოხელისა და არჩილ სულაკაურის მოთხრობების წაკითხვით გადაწყვიტეს. 

სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებმა ქართველი მწერლების შემოქმედება ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს გაუზიარეს. 

ღონისძიებას სომხური ენის მასწავლებელი, მანუკ მანუკიანიც შეუერთდა. მან სომხურ ენაზე, სომეხი პოეტის, პარუირ სევაკის ლექსი წაიკითხა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203