2022 წლიდან სკოლებში 7 ახალი სახელმძღვანელო შევა - გრიფირებაზე მუშაობა 1-ელი ნოემბერიდან დაიწყება
27-10-2021

VII-IX  კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელოზე განათლების სამინისტრომ გრიფირება გამოაცხადა. დოკუმენტის თანახმად გრიფირებას სულ 7 სახელმძღვანელო გაივლის. მათ შორის: ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის - IX კლასი: მასწავლებლის წიგნი; მოსწავლის წიგნი; მოსწავლის რვეული; ელ. რესურსი მასწავლებლის წიგნისათვის (აუდიო მასალა).

აფხაზური ენა და ლიტერატურა - VII, VIII, IX კლასი: მასწავლებლის წიგნი; მოსწავლის წიგნი.

მეორე უცხოური ენა - რუსული - IX კლასი:  მასწავლებლის წიგნი; მოსწავლის წიგნი; მოსწავლის რვეული; ელ. რესურსი მასწავლებლის წიგნისათვის (აუდიო მასალა).

ფიზიკური აღზრდა და სპორტი - IX კლასი: მასწავლებლის წიგნი.

მშობლიური ენა და ლიტერატურა (რუსული) – VII, VII, IX კლასი: მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი.

მშობლიური ენა და ლიტერატურა (სომხური) - VII, VII, IX კლასი: მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი.

მშობლიური ენა და ლიტერატურა (აზერბაიჯანული) - VII, VII, IX კლასი: მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი.

ბრძანების დანართში აღნიშნულია, რომ სახელმძღვანელოს კომპლექტის შემადგენლობა მოიცავს გრიფის მისანიჭებლად სავალდებულოდ წარმოსადგენი სახელმძღვანელოს შესაბამის სახეს, ხოლო თითოეული სახელმძღვანელოს მაკეტი − მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული უნდა იყოს განკუთვნილი საგნის ერთი კლასისთვის. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მასწავლებლის წიგნზე/მასწავლებლის წიგნის ელექტრონულ რესურსზე. ამ შემთხვევაში დასაშვებია ერთი სახელმძღვანელო შეესაბამებოდეს ერთდროულად არაუმეტეს ორ კლასს.

რაც შეეხება გრიფირების ვადებს, სახელმძღვანელოს მაკეტის კონცეფციის წარმოდგენის ვადა 2021 წლის 1-5 ნოემბერია, რის შემდეგაც მოხდება სახელმძღვანელოს მაკეტის კონცეფციის შეფასება და შედეგების გაცნობა 15 ნომბრის ჩათვლით. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები 2022 წლის 20 ივნისიდან - 3 ივლისის ჩათვლით შეირჩევა.

დეტალური განრიგი

1. სახელმძღვანელოსმაკეტის კონცეფციის წარმოდგენა - 2021 წლის 1-5 ნოემბრის ჩათვლით;
2. სახელმძღვანელოსმაკეტის კონცეფციის შეფასება და შედეგების გაცნობა - 2021 წლის 8-15 ნოემბერის ჩათვლით;
3. განაცხადების რეგისტრაცია-შემოწმება:

3.1.გრიფირების განაცხადის (საბუთების და სახელმძღვანელოს მაკეტის) წარმოდგენა -2022 წლის 14-20 თებერვლის ჩათვლით;

3.2.გრიფირების განაცხადზე მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა - გრიფირების განაცხადის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღე;

3.3.გრიფირების განაცხადების შემოწმება 2022 წლის 14-23 თებერვლის ჩათვლით;

3.4.გრიფირების განაცხადებში ხარვეზის აღმოფხვრა - გრიფირების განაცხადზე, ხარვეზის დადგენიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღე.

  1. სახელმძღვანელოსმაკეტის რეცენზირება/საჩივრების წარდგენა/განხილვა/გადაწყვეტილების მიღება და შედეგების გაცნობა- 2022 წლის 2 მარტი - 16 ივნისის ჩათვლით;
  2. სახელმძღვანელოს მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების) საჯარო განხილვა - 2022 წლის 3-30 მარტის ჩათვლით;
  3. განმცხადებლის მიერ, სახელმძღვანელოსათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ საავტორო ჰონორარზე მისთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტული) ოდენობის წარდგენა გარანტორისთვის - 2022 წლის 20-21 აპრილი;
  4. გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გაფორმების ვადა - არაუგვიანეს 2022 წლის 17 ივნისი;
  5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების (მხოლოდ შემდეგი საგნების ნაწილში: ქართული ენის(არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის); მეორე უცხოური ენის - რუსულის; მშობლიური ენისა და ლიტერატურის (სომხურის), მშობლიური ენისა და ლიტერატურის (აზერბაიჯანულის), მშობლიური ენისა და ლიტერატურის (რუსულის) (შესაბამისი არაქართულენოვანი სკოლები/სექტორები)) მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს შერჩევა - 2022 წლის 20 ივნისი - 3 ივლისის ჩათვლით;
  6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლები, სადაც სწავლება ხორციელდება აფხაზურ ენაზე, აფხაზური ენისა და ლიტერატურის საგნის სახელმძღვანელოს შერჩევას ახდენენ ამ დანართის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადებში;
  1. ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის მიერ, სახელმძღვანელოს ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის (მისამართი) წარდგენა - გრიფის მინიჭების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე კალენდარული დღე.
იხილეთ: გრიფირება გამოცხადდა VII-IX კლასის სახელმძღვანელოების ნაწილზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203