ჭვინთის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში სამოდელო, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
05-02-2018
ჭვინთის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში სამოდელო, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. ინტეგრირება შემდეგ საგნებში მოხდა : ქართული ენა და ლიტერატურა, პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე. „ჩვენი საქართველო“- პედაგოგი მერაბ კაპანაძე. 

გაკვეთილის თემა ანა კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“ და „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება წმინდა ნინოს მიერ“ იყო.

ინტერგრირებული გაკვეტილი მიზნად, მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარებას, ანუ ერთ საგანში შეძენილი ცოდნის მეორე საგანში საჭიროებისამებრს გამოყენებას ისახავდა. მრავალფეროვანმა გაკვეთილმა საინტერესოდ და შედეგიანად ჩაიარა.

ქართული ენის პედაგოგის, მანანა ჩინჩალაძის აზრით შესწავლილი მასალა მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ, ხოლო კოლეგები მსგავსი გაკვეთილების ჩატარებისთვის მეტ გამოცდილებას შეიძენენ. 

ინტეგრირებულ გაკვეთილს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. მათი თქმით, აქტივობამ, მასწავლებელთა პროფესიონალიზმმა და ბავშვების ჩართულობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. 

იხილე ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203