ციხისძირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა.
თამაში „რა? სად? როდის?“ ყოველ ორშაბათს გაიმართება და ყოველ თამაშზე დაგროვებული ქულათა ჯამით, მაისის თვეში საპროზო ადგილის მფლობელები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
მიმდინარე სეზონზე დარეგისტრირებულია მე-5 მე-12 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი. თამაშების ორგანიზატორია, ამავე სკოლის ინტელექტუალური კლუბის კურატორი, თამარ კასრაძე.
იხილეთ ფოტოები