აკეთის საჯარო სკოლაში მობილური ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ისაუბრეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის სკოლაში ამ თემასთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მოსწავლეებიც ესწრებოდნენ და აღინიშნა, რომ დღეს მობილური ინტერნეტი ისეთივე აუცილებელია, როგორც საკვები, თუ სხვა არსებობისთვის აუცილებელი საჭიროება.
სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით სკოლასა და თითოეულ მშობელს შორის გაფორმდა ერთგვარი მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც სკოლა და მშობელი იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს მოზარდების მოსალოდნელი კიბერ საფრთხეებისაგან დასაცავად.
მოსწავლეებმა თავის მხრივ გააკეთეს განაცხადი- „არა ინტერნეტ თამაშებს“, „დაუბრუნდეთ წიგნებს“. „ წიგნი ღვთითკურთხეულია, მის შეცლას ვერფერი შეძლებს“
იხილეთ ფოტოები