როდის მიიღებენ მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას ჰიბრიდული სწავლებისთვის - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
29-10-2021

იმ სკოლების მასწავლებლები, რომლებმაც ჰიბრიდული სწავლება აირჩიეს, ონლაინ გაკვეთილებისთვის განსაზღვრულ დანამატს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყიში მიიღებენ.

ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

„კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, თუმცა მასწავლებლები ჰიბრიდული სწავლებისთვის განკუთვნილ ჰონორარს ამ თვის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყიში მიიღებენ“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის გამოყენების დროს მოქმედი საათობრივი ბადის პირობებში მასწავლებელს უნარჩუნდება სასკოლო სასწავლო გეგმის საათობრივი ბადის შესაბამისად დადგენილი მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისად გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203