გასვლა პალიასტომის ტბაზე და სხვა აქტივობები - სენაკის N1 საჯარო სკოლა ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა
06-02-2018
ჭარბტენიანი ტერიტორიების (ვეთლენდების) საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ფოთში, სენაკის N1 საჯარო სკოლის CENN ჯგუფის „ეკოპის“ წევრი ს. კვარაცხელია და ჯგუფის ხელმძღვანელი მ.კუჭავა,ასევე ქ.ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის ეკო კლუბის წევრები CENN-ის წარმომადგენლები, კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩები, ქ.ფოთის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ეკო-კლუბის წევრები დაესწნენ.

საინტერესო თეორიული და პრაქტიკული ღონისძიების ორგანიზატორი ფოთში კოლხეთის ეროვნული პარკი იყო. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიებას საკმაოდ მრავალმხრივი მიზანი აქვს: ცნობადობის ამაღლება ჭარბტენიანი ტერიტორიების (ვეთლენდების) მნიშვნელობისა და მათი ღირებულებების შესახებ აქტივობები.

პრეზენტაცია- კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები (ბუუნებრივი რესურსების სპეციალისტი, მ. ჩიქოვანი).

მსოფლიოს უდიდესი ჭაობებისფაგნუმიანი ტორფნარები და მისი უნიკალურობა (ა. ქაცარავა „კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩი“და ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ეკო-კლუბის წევრი).

მწერიჭამია მცენარეები (შ. სტეპანოვი მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ეკო-კლუბის წევრი)

გადავარჩინოთ კოლხური ბზა (ს. ნარსია, ბუფერული ზონის სოფელ-ხეთას საჯ. სკოლის მოსწავლე)

ანიმაცია ფრინველებზე (ი.ხიზანიშვილი-ქ.ფოთის #4 საჯ.სკოლის მოსწავლე)

ასევე ღონისძიება პრაქტიკულ აქტივობებსაც ითვალისწინებს - მოზამთრე ფრინველებზე დაკვირვება, გასვლა პალიასტომის ტბის სანაპიროზე. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, პრაქტიკული და თეორიული აქტივობების შედეგი მომავალში მოსწავლეებში ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ ცოდნის გაღრმავება იქნება. 
 
იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203