ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ბზის გადასარჩენად კიდევ ერთი აქტივობა განახორციელეს
ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ექსკურსია მოაწყვეს და სოფლის ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ადრე ბზა იყო გაშენებული.
მოსწავლეების და პედაგოგების თქმით, ბზა ამ ტერიტორიებზე თითქმის აღარ არსებობს და განადგურებულია, თუმცა გამხმარი ბზის ძირებში პატარა ნერგები რამდენიმე ადგილას კვლავ შეინიშნება.
ზედა ბზვანის სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც უნიკალური მცენარის გასამრავლებლად სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ, ბზის ძირები დაასუფთავეს და ნერგებს საშუალება მისცეს მალე და უკეთესად განაგრძონ ზრდა.