გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი, 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.
აწყურის საჯარო სკოლაში, ამ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, ე.წ. „წიგნფართის“ ღონისძიება გამოჩენილ ქართველ მწერალსა და პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილს მიუძღვნეს.ღონისძიებაზე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მწერლის ბიოგრაფია კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მხატვრული კითხვით წარმოადგინეს მისი საუკეთესო ნაწარმოებები.
აწყურის სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ქეთევან დუგლაძეს საინტერესო საღამოსთვის.
იხილეთ ფოტოები